ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში შიდსის ეპიდემია იზრდება


გაეროს მონაცემების თანახმად დღეს მთელს მსოფლიოში თითქმის 40 მილიონი ადამიანია აივის ვირუსის მატარებელი.

ამ მონაცემების თანახმად ყოველ რვა წამში მსოფლიოში ერთი ადამინი ხდება აივის ვირუსის მატარებელი. ანუ ყოველ დღე თეთრთმეტი ათასი ადამიანის ინფიცირება ხდება. ჩვენთან საუბარში გაეროს შიდსთან ბრძოლის განყოფილების დირექტორმა პიტერ პიოტმა აღნიშნა, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის ორი მესამედი აფრიკაზე მოდის, მაგრამ მისივე თქმით სემთხვევების გაზრდა შეინიშნება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სადაც ინფიცირების მასშტაბები 2004 წელთან შედარებით 50ი პროცენტით გაიზარდა. როგორც ბატონმა პიოტმა თქვა წელს შიდსთან დაკავშირებულიავადმყოფობებით თითქმის სამი მილიონი ადამიანი დაიღუპა

-“უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს ამ უკანასკნელი მონაცემების თანახმად იმ ქვეყნებში,სადაც წარმატებით მიმდინარეობდა შიდსთან ბრძოლა სიტუაცია უარესობისაკენ შეიცვალა. ამის მაგალითებია უგანდა, ტაილანდი, დასავლეთ ევროპის ქვეყნები და აშშ-ი. ასე, რომ შესამუშავებელია განსაზღვრული სტრატეგია ამ საშინელ დაავადებასთან ბრძოლისათვის, რადგანაც შიდსის ეპიდემია ორ სამ წელიწადში ვერ იქნება დამარცხებული.”

გაეროს ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აივის ინფიცირების ახალი შემთხვევების 40 პროცენტი 15-იდან 24 წლის აასაკის ახალგაზრდებზე მოდის. დღესაც რისკის ფაქტორებად რჩება ინტრავენული ნარკომანია, დაუცველი სქესობრივი ურთიერთობა მეძავებთან და მამათმავლობა. იქვე აღნიშნულია, რომ ინტრავენული ნარკომანიის შედეგად აივის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა კენიაში, ტანზანიაში, ნიგერიაში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

XS
SM
MD
LG