ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პოლიციამ 14 ადამიანის გვამი აღმოაჩინა


ვარაუდით ისინი ბაღდადში პოლიციელთა ფორმებში გადაცმულმა ვინაობა დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს.

პოლიციის განცხადების ტანახმად გვამები დღეს დილით აღმოაჩინეს ბაღდადის ორეიჯის უბანში. მოკვლევით დადგინდა რომ გვამებს წამების ნიშნები ამჩნევიათ.

აგრეთვე მოკვლევამ ისივ დაადგინა რომ ისინი სუნითი არაბები იყვნენ რომლებიც გუში ღამე ძირითადად სუნითებით დასახლებული არაბული უბნიდან გაიტაცეს.

ამ ფონზე აშშ-ის სამხედრო კონტიგენტის პრეს-ცენტრმა განაცხადა რომ ერაყისა და კოალიციური ძალების მიერ დღეს გამთენიისას ქალაქ სადრში განხორციელებული იქნა სპეც რეიდი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი რედის დროს მსუბუქადა დაზიანდა ადგილობრივი მეჩეთი. არავინ დაუპატიმრებიათ.

XS
SM
MD
LG