ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰიუმან რაიტს ვოჩი” აცხადებს, რომ სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი დარღვევებით წარიმართა.


ნიუ იორკში მოქმედი, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს ვოჩი” აცხადებს, რომ სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი დარღვევებით წარიმართა.

აქედან გამომდინარე მისი სიკვდილით დასჯა არ შეიძლება. ორგანიზაციის მიერ დღეს გამქვეყნებულ ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო სადამ ჰუსეინის დამცველთათვის საჭირო დოკუმენტების დროულად მიწოდება. სასამართლომ დოკუმენტთა ნაწილი დაკარგა და პროცესის მიმდინარეობაც არ იყო ჩაწერილი. ანგარიშის მიხედვით, ბრალდების 29 მოწმის ჩვენება სასამართლო დარბაზში წაკითხულ იქნა და დაცვის ადვოკატებს ამ მოწმეების დაკითხვის უფლება არ მიეცათ.

XS
SM
MD
LG