ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პრეზიდენტი ბუში ინდონეზიას ესტუმრა.


ქვეყნის პრეზიდენტთან სუსილო ბამბანგ იუდოიონოსთან შეხვედრისას, ბატონმა ბუშმა აღნიშნა, რომ ინდონეზიის პრეზიდენტი “დიდ და მრავალეთნიკურ ერს შესაშური ძალისხმევით უძღვება”.

შეხვედრა ინდონეზიის კურორტ ბოგორში მდებარე პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში შედგა. აქ ორივე ქვეყნის ლიდერებმა, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ისაუბრეს.

ბატონი ბუშის თქმით, იგი და ინდონეზიის პრეზიდენტი ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისთან კონსტრუქციულად მიდგომა მხოლოდ ექვსმხრივი მოლაპარაკებების მეშვეობითაა შესაძლებელი.

გააგდეთ ბუშის სკანდირებით, ათიათასობით ინდონეზიელი ქუჩებშია გამოსული. პოლიცია ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტასა და ბოგორში სადაც პრეზიდენტები ხვდებიან ერთმანეთს, წესრიგის დაცვას ლამობს.

პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა:

“მე მივესალმები იმ საზოგადოებას სადაც ხალხი თავისუფალია და სადაც საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არსებობს. ინდონეზიის დამსახურება კი სწორედ ისაა, რომ აქ ხალხს საკუთარი პროტესტის გამოხატვა ძალუძს”.

XS
SM
MD
LG