ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტონი ბლერი ავღანეთს ეწვია


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა რომ ავღანეთი კვლავაც რჩება საკვანძო მნიშვნელობის მქონე ობიექტად საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.

ავღანეთში ვიზიტისას ბლერმა ხაზგასმით აღნიშნა რომ ბრიტანეთი დახმარებას გაუწევს ავღანეთს მისი ინფრასტრიქტურის აღდგენაში. დღეს ტონი ბლერი ავღანეთის სამხრეთში ბრიტანული სამხედრო კონტიგენტის წევრებს ეწვია. შეხვედრისას მან განაცხადა რომ ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები იბრძვიან არა უბრალოდ მშვიდობისათვის ავღანეთში არამედ მთელს მსოფლიოში. ბრითანეთს დაახლოებით 6000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ავღანეთში რომლებიც ნატოს 30 ათასიან კონტიგენტში შედიან.

გასულ წელს თალიბმა მემაბოხეებმა აქტიურად დაიწყეს ავღანეთის განსაზღვრულ კუთხეებში ტერიტორიების კონტროლის უკან დაბრუნება.

ამ პროცესში კოალიციური ძალების სამიათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის 38 ბრიტანელი ჯარისკაცი.

ამ ფაქტმა ნატო აიძულა კონკრეტული ზომები გაეტარებინა უსაფრთხოების გამტკიცებისათვის, ამას გარდა თალიბთა სამხედრო წარმატებებმა თან ისიც მოიტანა რომ მოსახლეობაში იკლო მხარდაჭერამ ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისადმი.

ბატონი ბლერი ქაბულში დღეს შეხვდა კარზაის.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტონი ბლერმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

ალტერნატივა მხოლოდ ერთია ავღანეთში უნდა დასრულდეს ძალმომრეობა, და სიკვდილისა და უბედურების ექსპორტი ავღანეთიდან მთელს მსოფლიოში. ავღანელ ხალხს ბრიტანეთი დახმარების ხელს უწვდის.

ტონი ბლერი და ჰამიდ კარზაი პრესკონფერენციის მსვლელობის დროს აკეთებდნენ განცხადებას იმის თაობაზე რომ განსაზღვრულ წინსვლას ავღანეთში მაინც ააქვს ადგილი.

ბატონმა კარზაიმ ამის მაგალითად მოიყვანა ავღანეთის ეკონომიკის გაუმჯობესების ფაქტი და როგორც მან თქვა იგივე ტენდეციები ფიქსირდება ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების დარგებში. თუმც მანვე აღიარა ის რომ ნარკობიზნესი და ოპიუმის წარმოება კვლავაც რჩება დიდ პრობლემად, საგულისხმოა რომ გაეროს მონაცემებით მსოფლიოში ოპიუმისა და ჰეროინის 90 პროცენტი ავღანეთში იწარმოება.

ბატონი ბლერი გუშინ პაკისტანში შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს პერვეზ მუშარაფს. ლიდერები შეთანხმდნენ ბრიტანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობის განმტკიცებასა და ურთიერთ თანამშრომლობაზე რეგიონალური უშიშროებისა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.

XS
SM
MD
LG