ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰანოიში აპეკის სამიტი დასრულდა


აპეკის ლიდერები გლობალური ვაჭრობის მოგვარებისა და ტერორიზმთან ბრძოლის პირობას დებენ. აზია წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 21-რთი წევრი ქვეყნის ლიდერებმა, გლობალური ვაჭრობის მოგვარებისა და ტერორიზმთან ბრძოლის პირობა დადეს. ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში მიმდინარე ორგანიზაციის ფორუმი დღეს დასრულდა.

აპეკის ლიდერები შეთანხმდნენ რეგიონში მასობრივი მოსპობის იარაღით ვაჭრობის აკრძალვისა და ფრინველის გრიპისა და უვარგისი საკვების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ფორუმზე ყურადღება, აგრეთვე კოპირაიტის დაცვისა და ბიზნესის წარმოების გაადვილების შესახებაც გამახვილდა. ვიეტნამის პრეზიდენტის ნგუიენ მინ ტრიეტის თქმით: “ჩემი ქვეყანა რეგიონში ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ვაჭრობის ლიბერალიზაციას უჭერს მხარს” ციტატის დასასრული. აგრეთვე ვიეტნამის პრეზიდენტმა გასულ თვეს ბირთვული აფეთქების განხორციელებისათვის ჩრდილოეთ კორეა დაგმო და ფხენიანს ბირთვული იარაღის შესაქმნელი სამუშაოების შეჩერებისაკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG