ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კოალიციური ჯარები გატაცებული უცხოელების ძებნას აგრძელებენ


ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, უშიშროების ძალებმა სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრის მიდამოები შეამოწმეს, სადაც ავტოკოლონიდან ხუთშაბათს 4 ამერიკელი და ერთი ავსტრიელი მოქალაქე გაიტაცეს.

უცნობია გატაცებულთა ბედი. ერაყის მთავრობის ინფორმაციით გუშინ ერთერთი გატაცებულის გვამი აღმოაჩინეს, ორი კი პოლიციის ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. თუმცა ბასრის პოლიციამ ასოშეითედ პრესს განუცხადა, რომ ვერ მოხერხდა ვერცერთი მძევლის გათავისუფლება.

მეორე ინციდენტში, ამერიკელი სამხედროები ერყში აცხადებენ, რომ კოალიციის ძალებმა 11 მეამბოხე მოჰკლეს. ტიკრიტში, ბაქუბაში, ჰიტში, იუსუფიასა და ბაღდადში განხორციელებული ოპერაციებისას დააკავეს 24 ეჭვმიტანილი ტერორისტი.

XS
SM
MD
LG