ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და აზია წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერებმა დღეს ვიეტნამში უმაღლესი დონის შეხვედრა გახსნეს.


სამიტზე ვაჭრობის, რეიგონალური უსაფრთხოებისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.

შეხვედრის დაწყებისთანავე, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, გარკვეული პროგრესი შეინიშნება. ლიდერემა უკვე გამოთვეს თავიანთი მზადყოფნა ყველაფერი გააკეთონ ვაჭრობის მოლაპარაკებებში პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ამ ფონზე, ვიეტნამის პრეზიდენტი ნუენ მინ ტრიტი მიესალმა პრეზიდენტ ბუშსა და სამიტის სხვა ლიდერებს.

ვიეტნამელი ლიდერის განცხადებით, სამომავლო განვითარების თანამშრომლობა უნდა გააღრმავონ ინვესტიციებისა და ვაჭრობის ლიბერალიზაციის გზაზე.

აშშ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა შეკრებილებს განუცხადა

რომ შეერთებული შტატები თავის წილ პასუხისმგებლობას იხდის ვაჭრობის საკითხებში არსებული პრობლემების გამარტივების გზაზე. ამერიკა ცოტა ხანში სცნობს აპეკის ბიზნესის თრეველ ბარათს, რაც ბიზნესმენებს ვიზის მიღებას გაუადვილებს. ეს კი ამერიკაში უსაფრთხო მოგზაურობაში დაეხმარება მათ. უზრუნველსაყოფად, ნათელია, რომ აპეკის ქვეყნებმა ურთიერთ

XS
SM
MD
LG