ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ოქრუაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტი დატოვა!


თბილისს 2-დღიანი ვიზიტით აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეტ ბრაიზა ეწვია. დღესვე კონდოლიზა რაისის მოადგილემ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. სახელმწიფო კანცელარიაში მეტ ბრაიზამ პრემიერ-მნისტრთან, ზურაბ ნოღაიდელთან ენერგეტიკული საკითხები განიხილეს, ისაუბრეს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებაზე , რუსეთ-საქართველოს გართულებულ ურთიერთობებზე.. სახელმწიფო კანცელარიაში გამართული შეხვედრების შემდეგ მეტ ბრაიზამ ამერიკის საელჩოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც, სხვათაშორის, დააგვიანა. ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა დაგვიანება იუმორით თბილისის გადატვირთულ საგზაო მოძრაობას დააბრალა: ავტომანქანების მფლობელთა ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე მეტყველებს, - აღნიშნა ჯონ ტეფტმა... ყველამ იცის, რომ საქართველო სერიოზული დილემის წინაშე დგას: როგორ მოახერხებს ენერგეტიკული საკითხების მოგვარებას?! პირველი კითხვა სწორედ ეს იყო _ თუ საქართველო გაზპრომის ნაცვლად არჩევანს ირანზე შეაჩერებს, ხომ არ გაართულებს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ურთიერთობებს აშშ ? - ამ კითხვაზე მეტ ბრაიზამ უპასუხა : - „ საქართველო შექმნილ სიტუაციაში ეძებს ახალ გამოსავალს აზერბაიჯანში, სხვა ქვეყნებში.. ირანთან ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს, მაგრამ ვერ ვეტყვით საქართველოს ან აზერბაიჯანს არ ითანამშრომლოთ ვიღაცასთან და სიცივეში დარჩით ! “. მეტ ბრაიზა დღეს საღამოს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება, ხვალ კი გამგზავრებას სოხუმში გეგმავს. როგორც თავად აღნიშნა ბრიფინგზე, უფრო სწორედ, მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სერგეი ბაღაფში მოსკოვში იმყოფება, თუმცა, მისივე თქმით ,სოხუმში იგი შეხვედრებს შამბასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს. თბილისში კი საკადრო ცვლილებების პროცესი ინტენსიურად გრძელდება. დღეს თანამდებობიდან გადადგა ეკონომიკის ახლადდანიშნული მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. - ჩემი გული და სული საქართველოს ჯარშია - აცხადებს გადამდგარი ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
XS
SM
MD
LG