ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში 5 უცხოელი თანამშრომელი გაიტაცეს


ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები ერაყის სამხრეთში რეიდებს ატარებენ. ამ რეგიონში გუშინ 5 უცხოელი სპეციალისტი გაიტაცეს. ერაყის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, რეიდები საფვანის მიდამოებში, ქალაქ ბასრის მახლობლად განხორციელდა. ოფიციალური ცნობებით, ბასრადან გატაცებულთა შორის არის დაცვის ერთი ავსტრიელი და ოთხი ამერიკელი თანამშრომელი. ცხრა დანარჩენს, კი რომლებიც ავტოკოლონაში იმყოფებოდნენ, შეადგენდნენ ინდოელი, პაკისტანელი და ფილიპინელი თანამშრომლები. სამხედროების განცხადებით, სხვა ინციდენტში ამერიკელი ჯარისკაცი იქნა მოკლული საბრძოლო ოპერაციის მიმდინარეობისას ბაღდადის ჩრდილოეთით, დიალას პროვინციაში. ამ ფონზე, წამყვანი სუნიტი სასულიერო პირი ჰარით ალ დარი აცხადებს, რომ ერაყის მთავრობის მიერ გაცემული მისი დაპატიმრების სანქცია უკანონოა. ჰარითის თქმით, იგი ერაყში შესაფერის დროს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG