ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაფორმდა მშვიდობიანი მიზნებისთვის ბირთვული ენერგიის გამოყენების შესახებ შეთანხმება აშშ-სა და ინდოეთს შორის


შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა მშვიდობიანი მიზნებით ბირთვული ენერგიის გამოყენების შესახებ შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს შორის. შეთანხმება სენატმა 85-ი ხმით 12-ის წინააღმდეგ მიიღო. უფრო ადრე, სენატმა კენჭი უყარა შესწორებებს, მაგრამ ცვლილებები არ შეიტანა მასში.

შესწორებები, სავარაუდოდ დამატებით შეზღუდვებს დაუწესებდა დელის მთავრობას. პრეზიდენტი ბუში უკვე მიესალმა ახალ ხელშეკრულებას, და განაცხადა, რომ სენატის ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება ამერიკა-ინდოეთის სტრატეგიული პარტნიორობა.

XS
SM
MD
LG