ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში ჰანოიში აპეკის უმაღლესი დონის შეხვედრას ესწრება


პრეზიდენტი ბუში ჰანოიში ვიეტნამის ლიდერებს ხვდება. ამას გარდა პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს აპეკის ფორუმში მონაწილეებთან კერძო შეხვედრები, სადაც მხარეები ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, სავაჭრო ურთიერთობები და ერაყის ომი.

ვიეტნამის ომის დასრულებიდან 30 ი წლის შემდეგ ვიეტნამში აშშ-ის პრეზიდენტს დიდი ზარ-ზეიმით ხვდებიიან.

-“ჩემი პირველი რეაქცია ის არის, რომ დრომ თავისი მოიტანა, საზოგადოებები და ხალხი იცვლება, ასევე ურთიერთობებიც ყოველთვის შეიძლება უკეთესისაკენ შეიცვალოს.”- განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა თავის გამოსვლაში.

კითხვაზე თუ რა გაკვეთილის სწავლა შეიძლება ვიეტნამის მაგალითზე და როგორ შეიძლება ეს ფაქტორი გამოყენებულ იქნას ერაყის კონფლიქტთან მიმართებაში, პრეზიდენტმა ბუშმა უპასუხა

“ერთ-ერთი ის არის, რომ ჩვენ გვსურს მსოფლიოში მიზნების თვალის დახამხამებაში მიღწევა. რეალობა კი სულ სხვაა. უნდა აღინიშნოს, რომ ერაყის მოწესრიგებას დიდი დრო დასჭირდება.”

როგორც უკვე ავღნიშნეთ მისი ვიზიტისას ჰანოიში პრეზიდენტი ბუში არა მარტო ვიეტნამის ოფიციოზს ხვდება, არამედ იმ 21 ქვეყნის ზოგიერთ ლიდერსაც, რომლებიც აპეკის უმაღლესი დონის შეხვედრას ესწრებიან.

პირველი ასეთი შეხვედრა პრეზიდენტს მისი ვიეტნამში ჩასვლისთანავე ავსტრალიის პრემიერ მინისტრთან ჯონ ჰოვარდთან ჰქონდა. მხარეებმა ერაყის საკითხზე იმსჯელეს.

პრეზიდენტმა ასევე მიმართა აშშ-ის ყველა კოალიციურ პარტნიორსა და დაარწმუნა ისინი იმაში, რომ დემოკრატიული პარტიის გამარჯვება აშშ-ის კონგრესის არჩევნებში სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ამერიკის პოლიტიკაში რაიმე უცაბედ ცვლელებას ექნება ადგილი.

XS
SM
MD
LG