ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბურჯანაძე: დსთ-ს მაშინ დავტოვებთ, როცა ეს მოსახერხებელი იქნება


სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის 27 პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელიც დსთ-ს 15-წლისთავს მიეძღვნა. მასში საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

თბილისიდან გამგზავრებამდე ნ.ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პეტერბურგში ისაუბრებდა საქართველო-რუსეთის დაძაბულ ურთიერთობებზე, ასევე ასამბლეის მონაწილეთა ყურადღებას რუსეთში საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილებდა. „ამერიკის ხმის“ მსმენელთათვის ცნობილია რუსეთის წყენა ანტირუსული განცხადებების გამო თბილისის მხრიდან. . „ მოსკოვს საქართველოს პოლიტიკური კურსი აღიზიანებს და ყველა ბერკეტს იყენებს იმისათვის, რომ საქართველოზე გავლენა არ დაკარგოს“ - ასეთი განცხადებები გააკეთა ნ.ბურჯანაძემ.

რაც დსთ-დან საქართველოს გამოსვლას ეხება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო დსთ-ს მაშინ დატოვებს, როცა ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის ყველაზე მომგებიანი იქნება. სანქტ-პეტერბურგის მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დსთ-ს წევრი-ქვეყნები პასიურობაში დაადანაშაულა, თქვა, რომ დსთ-ს არც საქართველო-რუსეთის უკიდურესად დაძაბულ ვითარებაზე მოუხდენია რეაგირება, არც ქართველების წინააღმდეგ ქსენოფობიურ მოვლენებს გამოხმაურებია და არც კონფლიქტურ ზონებში რუსი სამშვიდობოების უმოქმედობას! როგორ შეფასებს აძლევენ საქართველოს დელეგაციის ვიზიტს კოლეგა-დეპუტატები? - ამ კითხვით რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს მივმართე :

- ჩვენ ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც წარმოქმნილია ქართულ-რუსულ ურთიერთობებში... საქართველოს პარლამენტში დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც დსთ-დან გამოსვლის საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა არ განხილულა სხვადასხვა მიზეზების გამო. დსთ-დან გასვლის შესახებ კომენტარისთვის იურიდიული კომიტეტის წევრს თამაზ დიასამიძეს მივმართე : ჩვენ თუ უარს ვიტყვით დსთ-ს სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე, მაშინ გამოვა, რომ ჩვენვე უწყობთ ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ბლოკადას...

XS
SM
MD
LG