ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში 15 ადამიანი მოჰკლეს


ერაყის პოლიციის განცხადებით დღეს ბაღდადში 15 ადამიანი მოკლეს რამდენიმე თავდასხმის შედეგად. ყველაზე უფრო სისხლიანი ბაღდადის აღმოსავლეთ რაიონში ერთ-ერთი საცხობის მახლობლად მოხდარი თავდასხმა იყო, რომლის დროსაც მოთარეშეების მიერ ატეხილი სროლისას 9 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა. კიდევ 6 ადამიანი მათ შორის 2 პოლიციელი სხვა თავდასხმების დროს მოკლეს. უკანსკნელი დღეების განმავლობაში ასობით ადამიანი დაიღუპა მოათარეშეების ხელით და რელიგიურ ნიადაგზე გაღვივებული შუღლის შედეგად ერაყში, მიეხედავად იმისა რომ ამერიკელი და ერაყელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ ამ სისხლისღვრის შესაჩერებლად. ამასობაში ერაყის განათლების სამინისტროს წარმომადგენელის განცხადებით ამას წინათ სამთავრობო დაწესებულებიდან გატაცებული ხალხის ნაწილი ყაჩაღებმა წამებით მოკლეს.
XS
SM
MD
LG