ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და იაპონია რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემის ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ


იაპონიის საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ტოკიო და ვაშინგტონი შეთანხმდნენ რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემის განვითარების შეუწყონ ხელი, რაც აზია წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. კიოდოს საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, აშშ სახელმწიფო მდივანმა კონდოლისა რაისმა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო ასომ ეს საკითხი ასია წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის მიმდინარეობის პარალელურად განიხილეს. ორ მხარეს შორის თავდაცვის სისტემა განხილული იყო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდების პარალელურად. ინფორმაციის თანახმად, ორმა დიპლომატმა გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე კონკრეტული შეთანხმება ფხენიანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ ექვსმხრივი მოლაპარაკებებისას იქნას მიღებული. დღეს, უფრო ადრე ჰანოიში, რაისი რეგიონალურ მინისტრებს შეხვდა და განუცხადა მათ, რომ რეგიონის კეთილდღეობა ტერორიზმის საფრთხის, მასობრივი მოსპობის იარაღისა და დაავადების გაუვრცელებლობის მიღწევაში მდგომარეობს.
XS
SM
MD
LG