ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ბუნებრივი გაზით მდიდარი ქვეყნების კარტელის შექმნას ცდილობს


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით რუსეთი ბუნებრივი გაზით მდიდარი ქვეყნების კარტელის შექმნას ცდილობს ალჟირიდან დაწყებული შუა აზიის ქვეყნების ჩათვლით, რათა შემდეგ ეს ორგანიზაცია თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

ნატოს ექსპერტების მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამ კარტელში ალჟირი, ყატარი, ლიბია, შუა აზიის სახელმწიფოები და შესაძლოა ირანიც იყვნენ გაერთიანებულნი, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს გაზის საერთაშორისო ბაზარი ევროპის წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ამ ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG