ამ ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. აფეთქება ბაღდადის შიიტურ რაიონში მოხდა. დღესვე ერაყის დედაქალაქში საგზაო პოლიციის ოფიცერი მოკლეს.
ამასობაში კოალიციურმა ძალებმა 8 მოთარეშე გაანადგურეს და 41 დააპატიმრეს ბაღდადში განხორციელებული რეიდის დროს. ამერიკელი სამხედროების განცხადებით ეს მოთარეშეები ალ-ყაიდასთან იყვნენ დაკავშირებულნი. მათივე თქმით ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა კამიკაძის მიერ ავტომობილის აფეთქების შედეგად ბაღდადის ჩრდილოეთში.
ქალაქ მოსულში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კი არაბული ტელევიაზია ალ-შარქიას ოპერატორი მოკლეს.
დღეს ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ჯარების სარდალს გენერალ ჯონ აბიზაიდს შეხვდა, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოხატა პრეზიდენტ ბუშის თანადგომა ერაყის ხელისუფლების მიმართ.