ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წელს ავღანეთში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას თითქმის 3700 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


ინფორმაცია დღეს გამოქავეყნა მეთვალყურეთა ერთობლივმა საკორდინაციო ჯგუფმა.

დოკუმენტში ნათქვამია რომ ავღანელმა მეამბოხეებმა მიმდინარე თვეს 600-მდე თავდასხმა განახორციელეს, რაც გასული წლის თვიურ მონაცემზე ოთხჯერ მაღალია.

ჯგუფში შედიან ავღანელი და საერთაშორისო ექსპერტები გაეროს წარმომადგენელთა ჩათვლით. ამ ფონზე ავღანეთის ძალოვანებმა განაცხადეს რომ პაკტიკას პროვინციაში სადაც ახლახანს ნატოსა და ავღანეთის ძალებმა ერთობლივი სამხედრო ოპერაცია განახორციელეს დაღუპულ თალიბ მემაბოხეთა ოცი გვამი აღმოაჩინეს.

XS
SM
MD
LG