ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო საზოგადოებრიობა არ სცნობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის არჩევნებს


კომისიის განცხადების თანახმად რეფერენდუმზე რეგიონის დამოუკიდებლობას ამომრჩეველთა 99-მა პროცენტმა დაუჭირა. რეფერენდუმს მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფო არ სცნობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ კოკოითმა ხმათა 99-ი პროცენტი მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ისევე როგორც რუსეთი ამ რეფერენდუმსა და არჩევნებს არ სცნობენ.

რუსი დამკვირველბლების ჯგუფის წევრმა პაველ ვაილინმა აღნიშნა, რომ კვირას არჩევნები და რეფერენდუმი რაიმე დარღვევების გარეშე ჩატარდა და იგი სამხრეთ ოსეთი ხალხის ნებას ასახავს საქართველოსაგან დამოუკიდებლობაზე.

საგულისხმოა, რომ ეუთოს დამკვირველბელთა საერთაშორისო ორგანიზაციამ სრული ბოიკოტი გამოუცხადა ამ არჩევნებს და ჩატარებული არჩევენი როგორც სრულებით გამოუსადეგარი, უსარგებლო და არასამართლიანი ისე შეაფასა.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ რუსეთი ფაქტობრივად მხარს უჭერს ამ რეფერენდუმს, როგორც საკართველოს დასჯის ერთ-ერთ ინსტრუმენტს. საერთაშორისო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რეფერენდუმი მხოლოდ კიდევ უფრო დაძაბავს ისედაც დაძაბულ სიტუაციას რეგიონში.

ნატომ დაჰგმო რეფერენდუმი და განაცხადა, რომ იგი მხოლოდ ესკალაციას უხდენს რეგიონში დაძაბულობას და რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.


XS
SM
MD
LG