ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლინში მოქმედმა საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფმა “ტრანსპერენსი ინტერნეშნლმა” 2006 წლის ანგარიში გამოაქვეყნა


აქ მსოფლიოს 163 ქვეყნის კორუფციის ანაზლიზია მოცემული. გამოკვლევა, სხვადასხვა დარგების ექსპერტების მიერაა შემზადებული. ქვეყნების რეიტინგი ათქულიანი სისტემით ფასდება. ამ სისტემის თანახმად, ათი კორუფციის დაბალ დონეს, ხოლო ნული კი უმაღლესს აღნიშნავს. წლევანდელი გამოკვლევა ნათლად ავლენს კორუფციისა და სიღარიბის მჭიდრო კავშირს. ანგარიშში მოყვანილ ქვეყანათა ერთი მეოთხედი ხუთ ქულაზე ნაკლებითაა შეფასებული. მათი უმეტესობა აფრიკაში მდებარეობს.

სამოცდათერთმეტი ქვეყანაში არსებული კორუფციული ფონი სამ ქულაზე ნაკლებითაა შეფასებული. რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს სენი ძალზე ღრმადაა შეღწეული განვითარებად ქვეყნებში. ჰაიტი ერთი მთელი რვა მეათედი ქულით, მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებულადაა ჩათვლილი. მას ბირმა, გვინეა და ერაყი მოსდევენ ერთი მთელი ცხრა მეათედით. ყველაზე ნაკლებადკორუმპირებულ ქვეყნებად, კი ფინეთი, ისლანდია ახალი ზელანდია, დანია, სინგაპური, და შვედეთია დასახელებული. ფინეთი, ისლანდია და ახალი ზელანდია ცხრა მთელი ექვსი მეათედი ქულით არიან შეფასებულნი. იმ ქვეყნების სია, რომლებშიც კორუფცია ძალას იკრებს ასე გამოიყურება: ბრაზილია, კუბა, ისრაელი, იორდანია, ლაოსი, სეიშელის კუნძულები, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი და შეერთებული შტატები.

იმ ქვეყნებს შორის კი სადაც კორუფცია კლებულობს: ალჟირი, ჩეხეთი, ინდოეთი, იაპონია, ლატვია, მავრიკის კუნძულები, პარაგვაი, სლოვენია, თურქეთი, თურქმენეთი და ურუგვაია. კანონზომიერია ის, რომ ამ სიის მიხედვით, ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაში ეგრეთწოდებული “შეუმდგარი ქვეყანები” არიან. ასე მაგალითად ერაყი ბოლოდან მეორე ადგილამდე დაეცა. ანგარიშში გამოაშკარავებულია, ქვეყნის კორუფციაზე გაეროს “სურსათი ნავთობისათვის” პროგრამის ნეგატიური გავლენა.

ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის 2392-მა კომპანიამ, პროგრამის განხორციელების ხელში ჩაგდების მცდელობით, სადამ ჰუსეინის მთავრობას ქრთამი მისცა. განვითარებულ ქვეყნებში არსებულ კორუფციის შემთხვევებთან დაკავშირებული სკანდალები კი ააშკარავებს იმას, რომ განვითარებულ სამყაროში ამ სენის არსებობას არ ეგუებიან. “ტრანსპერენსი ინტერნეშნლის” თავკაცის დევიდ ნასბაუმის თქმით: “დემოკრატია ნამდვილად ზღუდავს კორუფციის გაფურჩქვნას. გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატიული ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლებისაგან ანგარიშის ჩაბარების მოთხოვა ძალუძს. ამ ქვეყნებში ყველა ვინც კი ძალაუფლებას ფლობს, იქნება ეს პოლიტიკოსი, პოლიციელი, მოსამართლე თუ სხვა ვინმე. ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს მის მაკონტროლებელ ორგანიზაციას. ეს კი ბუნებრივია კორუფციის აღმოფხვრას უწყობს ხელს” ციტატის დასასრული. ზოგ განვითარებად ქვეყანაში კორუფცია ძალზე დახვეწილ ხერხებს მიმართავს.

ამის ერთ-ერთ მაგალითად კენია გამოდგება, სადაც კორუფციის დაფარვის მიზნით უცხოურ საბანკო ანგარიშებსა და ცრუმაგიერ კომპანიებს მიმართავენ. ზოგი ინფორმაციის თანახმად, კორუფციის გამო, კენის მოსახლეობა ყოველწლიურად ერთ მილიარდ დოლარს კარგავს. და ეს კი იმ დროს, როდესაც კენიელთა ნახევარზე მეტი დღიურ, ორ დოლარიან შემოსავალს სჯერდება. კორუფციაში მთავრობისა და ბიზნესის მრავალი წარმომადგენელია ჩართული. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, ისინი მოქრთამვის მეშვეობით შექმნილ კავშირებს ოფიციალური კონტრაქტების სახეს აძლევენ. “ტრანსპერენსი ინტერნეშნლის” თავკაცის დევიდ ნასბაუმის თქმით, “კომპანიებმა და იურისტთა პროფესიულმა ასოციაციებმა, ბანკირებმა და ბუღალტრებმა კორუფციას ბრძოლა უნდა გამოუცხადონ”. “მათ ეს ევალებათ კიდეც” დაამატა “ტრანსპერენსი ინტერნეშნლის” აღმასრულებელმა დირექტორმა. “პროკურატურის, გამომძიებელთა და საკასაციო სამსახურის დახმარებით ისინი წარმატებას მიაღწევენ” დაასრულა მან.

XS
SM
MD
LG