ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ახალი ცენტრიფუგების დამონტაჟებას აპირებს


ირანი ბირთვული პროგრამის გაფართოების მიზნით, მომავალი წლის მარტისათვის, სამი ათასი ახალი ცენტრიფუგის დამონტაჟებას აპირებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანი ურანის გამდიდრების პროგრამის გაფართოების მიზნით, მომავალი წლის მარტისათვის, სამი ათასი ახალი ცენტრიფუგის დამონტაჟებას აპირებს.

სამინისტროს პრესმდივნის, მოჰამად ალი ჰოსეინის თქმით, დანადგარების დამონტაჟება გაეროს დაქვემდებარებული, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტის მოთხოვნას უარით უპასუხა. ცენტრიფუგების მეშვეობით ბირთვული ელექტროსადგურებისათვის გამოსადეგ, ურანს ამდიდრებენ. ბირთვული ბომბის შექმნას კი ბევრად უფრო მაღალი ხარისხით გამდიდრებული ურანი ესაჭიროება.

XS
SM
MD
LG