ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გოაში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს


ინდოელმა არქეოლოგებმა ქვეყნის დასავლეთში მდებარე გოას პროვინციაში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს. ქართველი წმინდანის ნაშთები ქვის სარკოფაგის ნანგრევებში იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ეს სარკოფაგი ეკლესიის ნიშაში იყო მოთავსებული და მიწისძვრისგან ჩამონგრეულმა კედლებმა დააზიანეს. ზუსტად ამ ნანგრევებში იპოვეს ქეთევან დედოფალის ნაშთები, კერძოდ ხელის მტევანის ნაწილი.

საქართველომ ჯერ კიდევ 2000 წელს მიმართა თხოვნით გოას ხელისუფლებას ქეთევან წამებულის სავარაუდო დაკრძალვის ადგილას არქეოლოგიური გათხრების ჩატარების შესახებ.

ქეთევან დედოფალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრაღიკული და გმირული ფიგურაა, რომელსაც სპარსელთა შემოსევების დროს მოუწია მოღვაწეობა. ის სასტიკად აწამეს შაჰ აბასის ბრძანებით ირანის ქალაქ შირაზში 1624 წელს, მას შემდეგ რაც უარი თქვა ქრისტიანობის ღალატზე და მრისხანე შაჰის ცოლობაზე.

გადმოცემით ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ქრისტიანმა მისიონერებმა სწორედ გოაში, წმინდა ავგუსტინეს სახელობის საყდარში დაკრძალეს.

XS
SM
MD
LG