ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტი სირიული პოლიტიკის ლიდერებმა  ჰეზბოლას მოთხოვნები უარყვეს


ლიბანში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ანტი სირიული პოლიტიკის ლიდერებმა ჰეზბოლას მოთხოვნები უარყვეს -მთავრობაში უფრო მნიშვნელოვანი როლის მოპოვების თაობაზე.

ჰეზბოლა და მისი მომხრეები როგორც ცნობილია ლიბანის მინისტრთა კაბინეტში უფრო დიდ წილს ითხოვენ , ასევე ძირითად საკითხებში მათ ვეტოს უფლების მოპოვება სურთ.

ლიბანელი ქრისტიანების ლიდერი მიშელ აუნი ჟურნალისტებს უცხადებს, რომ ერთი კვირის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე ჩაიშალა, და არც შეხვედრების მორიგი რაუნდის ჩატარების თარიღი გადაწყვეტილა.

ამ ფონზე, ჰეზბოლას მომხრეები საპროტესტო აქიცებით იმუქრებიან.

XS
SM
MD
LG