ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბირთვულ საკითხებში ირანის წარმომადგენელს შეხვდა


ლარიჯანთან შეხვედრა, რუსული მედიის განცხადებით, მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებში რუსეთის თანამშრომლობის საკითხების ისევე, როგორც საერთაშორისო და რეიგიონალურ პრობლემების განხილვას.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი.

გუშინ , ლარიჯანმა გაფრთხილება გააკეთა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციები პრობლემის პოლიტიკური დარეგულირების შანსს სპობს.

რუსეთი ამ ფონზე რეზოლუციის პროექტში ცვლილებების შეტანას ითხოვს, მათ შორის ყველა მინიშნების ანულირება ბუშერის ბირთულ ელექტროსადგრზე, რომლის შენებაშიც მოსკოვი იღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG