ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალი ლარიჯანი მოსკოვში იმყოფება


ირანის მთავრობის დელეგატი ბირთვულ მოლაპარაკებებში ალი ლარიჯანი მოსკოვში იმყოფება.

მან დღეს განაცხადა, რომ თუ გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთისგან შეთავაზებული ცვლილებების გარეშე მიიღებს რეზოლუციას, მაშინ ირანი გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოსთან თავის ურთიერთობებს გადახედავს.

ლარიჯანი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს იგორ ივანოვს შეხვდება.

XS
SM
MD
LG