ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 ნოემბერს ამერიკაში ვეტერანთა დღე აღინიშნება


<!-- IMAGE -->

ამერიკელები პატივს მიაგებენ მათ, ვინც აშშ-ის შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა. ბოლო დროს აშშ-ისა და მის მოკავშირეთა ძალებს სომალიში, კუვეიტში, კოსოვოში, ავღანეთში და ერაყში მოუხდათ მათი მოველეობის მოხდა. ოცდაერთი ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ნატოსა და სხვა მოკავშირეების ძალებთან ერთად ამჟამად ავღანეთის უსაფრთხოებისათვის იღწვის. ასოცდათვრამეტ ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე კოალიციური ძალების რიგებში ერაყშია დისლოცირებული. მათი ამოცანაა ქვეყანაში სტაბილობის მიღწევა, რათა უმტკივნეულოდ მოხდეს გარდამავალი პერიოდის დასრულება დემოკრატიის დამყარებამდე. ისინი, ვინც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ ამერიკული საზოგადოების თითქმის ყველა ფენას წარმოადგენენ. აშშ-ის შეიარაღებული ძალების რეზერვისტი სერჟანტი ჯერედ ზაბალდო 2004 წელს, როგორც მოხალისე ცხრა თვის განმავლობაში მსახურობდა ერაყში. იგი 2007 წელს ისევ აპირებს შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურის გაგრძელებას ერაყში. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა ჯერედ ზაბალდომ იგი განსაზღვრულწილად თავს მოვალედ გრძნობს დაბრუნდეს ერაყში, რათა დაეხმაროს ერაყელებს თავისუფლებისათვის ბრძოლაში მათ წინააღმდეგ, ვინც ამ თავისუფლების მოსპობას ლამობს.

როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების კაპიტანმა ქრეგ ლენიგანმა ჩვენთან საუბარში თქვა იგი ამაყობს იმით, რომ ავღანეთში მისი ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სკოლებსა და ხიდებს აგებს. მას დიდ სიხარულს ჰგვრის ის, რომ მათ მიერ აშენებულ სკოლაში ავღანელი ბავშვები პირველად დაესწრებიან გაკვეთილებს.

-“ ჩვენ გვსურს ყველას დავანახოთ ის, რომ როგორც დამპყრობლები ისე არ მოვსულვართ ამ ქვეყანაში”-თქვა მან.

პრეზიდენტმა ბუშმა მის ერთ-ერთ გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისუფალმა სამყარომ მთელი მისი რესურსებისა და ძალების კონცენტრირება უნდა მოახდინოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ძალისმიერ ექსტრემიზმს.

-” ამერიკის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე მამაკაცები და ქალები წარმოადგენენ ჩვენი ერის ძალასა და სიმტკიცეს ამ ომში. დღეს ისინი ღვრიან სისხლს ბრძოლის ველზე თავისუფლებისათვის. “

სწორედ ამ ამერიკელებს მიაგებენ პატივს დღეს ამერიკაში ვეტერანთა დღის აღნიშვნისას.

XS
SM
MD
LG