ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის სექტორში ათობით ათასმა პალესტინელმა 18 დაღუპულის დაკრძალვის  ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა


. ისრაელის სამხედრო ოპერაციის მსხვერპლნი ამ შემთხვევაში უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ.

პროცესიას ბეით ჰანუნში მეამბოხეებიც შეუერთდნენ. ისინი იარაღს ჰაერში ისვრიდნენ და შურისძიებით იმუქრებოდნენ.

მეამბოხეთა ერთი ნაწილი გუშინ მომხდარი ამ სისხლიანი ინციდენტის საპასუხოდ ტერაქტებით იმუქრება.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა, თავის მხრივ, მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა. ისრაელის ჯარის განცხადებით, საარტილერიო ცეცხლს მეამბოხეთა სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ ჰქონდა ადგილი.

ამ ფონზე, ნიუ იორკში გაეროს უშიშროების საბჭო დღეს შეიკრიბება რათა ღაზის სექტორში შექმნილი სიტუაცია განიხილოს. სხდომის ჩატარება უშიშროების საბჭოს ერთადერთმა არაბულმა სახელმწიფომ-კატარმა მოითხოვა.

XS
SM
MD
LG