ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიულმა პარტიამ სენატში უმრავლესობის მოპოვებასთან ერთად, კონგრესის სრულ კონტროლს მიაღწია


ენბისისა და ასოშეითედპრესის თანახმად, დემოკრატიულმა პარტიამ სენატში უმრავლესობის მოპოვებასთან ერთად, კონგრესის სრულ კონტროლს მიაღწია. ასეთი რამ ამერიკაში 1994 წლიდან არ მომხდარა.

ვირჯინიაში დემოკრატ ჯიმ ვების გამარჯვების მიუხედავად რესპუბლიკელი კონკურენტ ჯორჯ ალენი დამარცხებაას ჯერ არ აღიარებს. შეგახსენებთ, რომ ვების წარმატებამ დემოკრატებს სენატის უმრავლესობა მოუპოვა. თუმცა რესპუბლიკელი ალენი შტატში ხმების ხელახალ დათვლას დაელოდება, და თუ შედეგები იგივე დარჩება- იგი სავარაუდოდ გასაჩივრებას აღარ შეეცდება.

ამ ფონზე, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ყოფილი ლიდერი ნენსი პელოსი, იანვარში პალატის სპიკერი გახდება. იგი ამბობს, რომ კონგრესში დემოკრატები თანხმობას და ცივილურობას მოიტანენ, ასევე პრეზიდენტ ბუშთან ითანამშრომლებენ.

პრეზიდენტმა ბუშმა უკვე გამოხატა თავისი უკმაყოფილება არჩევნების შედეგების გამო. დღეს იგი რესპუბლიკელ და დემოკრატ ლიდერებს ცალცალკე შეხვდება.

XS
SM
MD
LG