ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ, ქვეყნის კონგრესის ქვედა პალატის ადგილთა უმრავლესობა დაიკავა


შეერთებული შტატებში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ, ქვეყნის კონგრესის ქვედა პალატის ადგილთა უმრავლესობა დაიკავა.

დღეს დილით, მიცემულ ხმათა გადათვლის შედეგად ნათელი გახდა ის, რომ დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატის გასაკონტროლებლად საჭირო

15 ადგილზე მეტი მოიპოვეს. უკვე აქამდე წარმომადგენელთა პალატაში მჯდომ არცერთ დემოკრატს ადგილი არ დაუკარგავს.

ამ გამარჯვებიდან გამომდინარე კალიფორნიის წარმომადგენელი ნენსი პელოსი პალატის სპიკერის ადგილს დაიკავებს. იგი პირველი ქალი იქნება ამ პოსტზე.

გამარჯვებისთანავე ქალბატონმა პელოსიმ განაცხადა, რომ დემოკრატები ერაყის საკითხთან პრეზიდენტ ბუშის დამოკიდებულების შესაცვლელად, მასზე ზეწოლას განახორციელებენ.

მსგავსი განცხადებით გამოვიდა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ჰოვარდ დინიც:

“ერაყი ძალზე რთულ საკითხს წარმოადგენს. საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო საკითხების წარმართვის სადავეები ისევ პრეზიდენტის ხელთ რჩება. მაგრამ ჩემის აზრით ახლა კონგრესში, ჩვენ ერაყიდან გამოსვლასთან დაკავშირებულ კონსენსუსს მივაღწევთ. პირველყოვლისა ერაყში შესვლა უკვე სეცდომა იყო. ჩვენ თავგზა გვქონდა აბნეული, როდესაც იქ სევედით და ახლა ერაყსი ნამდვილი ქაოსი სუფევს” .

XS
SM
MD
LG