ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის წევრები  სენატის ორი მანდატის მოსაპოვებლად საარჩევნო კამპანიისას მიცემული ხმების დათვლას მოუთმენლად ელის


ამერიკის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის წევრები, ისევე როგორც მთელი საზოგადოება, სენატის ორი მანდატის მოსაპოვებლად საარჩევნო კამპანიისას მიცემული ხმების დათვლას მოუთმენლად ელის. სულ ორი ადგილის მოგებით, დემოკრატები შესაძლოა კონგრესის ზედა პალატის-სენატის უმრავლესობაშიც მოვიდნენ.

აშშ ვირჯინიის შტატში, დემოკრატიული კანდიდატი და ვიეტნამის ომის ვეტერანი ჯიმ ვები რესპუბლიკელ, ამჟამინდელ სენატორ ჯორჯ ალენს 7 ათასი ხმით უსწრებს. დღეს, ვარაუდობენ რომ დანრჩენილი ბიულეტინების უმრავლესობას დათვლიან.

გრძელდება კიდევ ერთ მნიშვნელვან შტატში- მონტანაში ჩატარებული არჩევნების შედეგების დათვლაც, სადაც ერთმანეთის უპირისპირდებოდნენ დემოკრატი ჯონ ტესტერი და რესპუბლიკელი კონრად ბერნსი.

XS
SM
MD
LG