ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთოს დამკვირვებელთა ჯგუფმა, ტაჯიკეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას დარღვევები გამოააშკარავა.


დღეს ოფიციალურად განცხადდა, პრეზიდენტ ემომალი რახმანოვის არჩევნებში გამარჯვების შესახებ. ამ მონაცემების მიხედვით პრეზიდენტმა ხმათა 79 პროცენტი მიიღო. ეუთოს განცხადებით, ტაჯიკეთში რეალური პოლიტიკური ალტერნატივის უქონლობა, გუშინდელ არჩევნებს მნიშვნელობას უკარგავს.

დე სე თეს დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი ვლადიმირ რუშაილო კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს:

“2006 წლის 6 ნოემბერს ჩატარებული ტაჯიკეთის პრეზიდენტის არჩევნები, ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიზაციის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს”. ეუთოს დამკვირვებლებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ ოპოზიციას ხელი არ მიუწვდებოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და არც გამორჩეული კანდიდატი ჰყავდა.

ტაჯიკეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა მთავრობა ამტკიცებს, რომ საარჩევო პუნქტებში, დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 90 პროცენტი მაინც გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ რახმანოვი 1992 წლიდან უდგას ტაჯიკეთს სათავეში და წუხანდელი არჩევნების შედეგად კიდევ 7 წლით იხანგრძლივებს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნას.

XS
SM
MD
LG