ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ოპოზიციის ზეწოლით, შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენა და საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ დებატების მსვლელობაც გადადო


შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ომურბეკ სუვანალიევმა, პოსტის დაკავებისთანავე, ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა შეასრულა და ქვეყნის დედაქალაქის ბიშკეკის პოლიციის უფროსი გადააყენა.

ბატონი ბაკიევი ოპოზიციის ლიდერებთან საუბრის შემდეგ, პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვის მოთხოვნასაც დაჰყაბულდა, მაგრამ პარლამეტში დაგეგმილ დებეტებზე არ გამოცხადდა.

ბატონმა ბაკიევმა რეფორმების პირობა შარშან, არჩევნების დროს დადო, რაც მას აქამდე არ აღუსრულებია. ბიშკეკში, პრეზიდენტის ოფისის წინ სამი ათასი

მოპროტესტე დაგეგმილი რეფორმების განმარტებასა და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.

XS
SM
MD
LG