ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ერთი დღე რჩება


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად დემოკრატები ლიდერობენ, თუმცა რესპუბლიკელებიც ნელ-ნელა ძალას იკრებენ.

შეერთებული შტატების კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ერთი დღე რჩება. ვაშინგტონ პოსტის, ეი-ბი-სი ნიუსის, პიუს ცენტრის, თაიმისა და ნიუსუიკის ჟურნალების მიერ, მთელს ქვეყანასი ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, წინასაარჩევნო სრბოლაში დემოკრატები ლიდერობენ, თუმცა რესპუბლიკელებიც ნელ-ნელა იკრებენ ძალას.

ამ გამოკითხვის თანახმად, დემოკრატებს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილის უმრაველესობის დაკავების უნარი შესწევთ. ის კი შესძლებენ თუ არა ისინი უმრავლესობის მიღწევას 100 ადგილიან სენატში ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის.

გამოკითხვა კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმას, რომ ერაყის ომი ამომრჩევლისთვის მთავარ საკითხს წარმოადგენს. გუშინ პრეზიდენტმა ბუშმა შეერთებული შტატების დასავლეთის შტატებში თანაპარტიელთა დახმარების მცდელობით, მონაწილეობა მიიღო მათ წინასაარჩევნო კამპანიებში. დღეს იგივე მისიით, პრეზიდენტი ფლორიდის, არკანზასისა და ტეხასის შტატებს სტუმრობს.

XS
SM
MD
LG