ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სადამ ჰუსეინს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს


ბაღდადში მეორე დღეა, რაც საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს სადამ ჰუსეინისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ.

ერაყის ხელისუფლების განცხადებით ბაღდადსა და მის მეზობელ პროვინციებში საგანგებო მდგომარეობა განუსაზღვრელი დროით გაგრძელდება. დაკეტილია ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტიც.

ერაყის უმაღლესმა სასამართლომ სადამ ჰუსეინს ჩამოხრჩობა მიუსაჯა 1982 წელს შიიტურ სოფელში განხორიელებული მკვლელობების გამო.

პრეზიდენტმა ბუშმა მოიწონა ერაყის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა კი აღნიშნა, რომ მისი მთავრობა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია, მაგრამ ამ შემთხვევაში მხარს უჭერს ამ განაჩენს, რომელიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის მიერ ჩადენილი მხეცობების მიერ არის გამოწვეული.

XS
SM
MD
LG