ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები პარტიის გაძლიერებაზე ფიქრობენ


ახალგაზრდა რესპუბლიკელები საერთაშორისო ლიბერალურ ორგანიზაციაში წევრიანდებიან, დღეს კი ევროპის ლიბერალური ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმოიმადგენლებს მასპინძლობენ: თბილისში რესპუბლიკელების ეგიდით, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ ორგანიზებით გაიხსნა 5-დღიანი სემინარი სახელწოდებით „ ეფექტური საარჩევნო კამპანიის სტრატეგია და დაგეგმვა“, რომელსაც ესწრებიან ახალგაზრდული ლიბერალური ორგანიზაციების წარმომადგენლები ლიტვიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, ინგლისის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, ევროპის ლიბერალების ვიცე-პრეზიდენტი და სხვა.

როგორც უკვე აღინიშნა, სემინარის მონაწილეები ეფექტური საარჩევნო კამპანიის სტრატეგიაზე იმსჯელებენ. რამდენად შეიძლება იყოს იგივე რესპუბლიკელებისთვის არჩევნები წარმატებული, თუ ყოველი არჩევნების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ ?! - ამ კითხვით „ახალგაზრდა რესპუბლიკელების“ თავმჯდომარეს ნიკო თევდორაშვილს მივმართე :

- აქ მთავარი ის არის, როგორ უნდა დაიცვას ამომრჩეველმა თავისი ხმა, როგორ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას თუ რა გვინდა ჩვენ გავაკეთოთ და როგორ გავხდეთ უფრო ძლიერები. ჩვენ აქ ვსწავლობთ კონკრეტულად როგორ ავუხსნათ ადამიანს რომ მან ჩვენ მოგვცეს ხმა. ანუ, როგორ მივაწოდოთ მოსახლეობას ჩვენი იდეები იგივე რეფორმების, იგივე ქვეყნის სიტუაციის გამოსწორების შესახებ სწორად, მართლებურად და ისე, რომ ჩვენ ისინი არ მოვატყუოთ. ჩვენ ამ სემინარით შევიძენთ თუ როგორ მივიოღოთ მეტი ხმა. და არა მხოლოდ ერთი სემინარით, ჩვენი პარტიის წევრები სავარაუდოდ პრაქტიკებს გაივლიან სხვადასხვა ქვეყნებში საარჩევნო კამპანიებში.

დღევანდელი სემინარი რესპუბლიკელების ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გახსნა, რომელსაც კითხვით მივმართე, ნიშნავს თუ არა დღევანდელი ღონისძიება მზადებას საპარლამენტო არჩევნებისათვის ?

- არჩევნები არის ერთ-ერთი ეპიზოდი პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ, ეს მუდმივი სამზადისია, მუდმივი პროცესია და რასაც ჩვენ ახლა აქ ვიხილავთ, 2 წლის შემდეგ არ იქნება გამოყენებული. ეს იქნება გამოყენებული მალევე - ერთ კვირაში, ერთ თვეში.

XS
SM
MD
LG