ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ სმითი: არჩევნები ამერიკაში და პოლიტიკა საქართველოს მიმართ


რა გავლენას მოახდენს აშშ კონგრესის შუალედური არჩევნები საქართველოს მიმართ გატარებულ პოლიტიკაზე? შეიცვლება თუ არა ზოგადად, ამერიკის საგარეო პოლიტიკური კურსი, ერაყთან და რუსეთთან მიმართებაში?

აღსანიშნავია, რომ 1994 წლის შემდეგ ამერიკის დემოკრატიული პარტია კონგრესის უმრავლესობაში არ ყოფილა. ხვალინდელი არჩევნები ამის შანსს იძლევა. ამასვე ვარაუდობს ბოლო დროს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები.

დღეს ჩვენი სტუმარია ვაშინგტონში მდებარე პოტომაკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი დევიდ სმითი. ბ

ევრი ექსპერტი თვლის რომ პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში პირდაპირ და რადიკალურად არ შეიცვლება. თუმცა იმდენად, რამდენადაც ერაყის სტრატეგიის მეტნაკლები მოდიფიცირება მოხდება, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად აისახება ერაყში დისლოცირებულ ქართველ სამხედროებზე.

ამას გარდა, დევიდ სმითი საქართველოს მთავრობას მეტი დიპლომატიის, სიფხიზლისა და კონსულტაციების წარმოებისკენ მოუწოდებს, რათა კონგრესში მოსული პოლიტიკოსების განათლება და დარწმუნება მოხდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობის შესახებ.

XS
SM
MD
LG