ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ ქორწინდებიან ამერიკელი ახალგაზრდები გვიან?


დღესდღეობით, ამერიკაში საქორწილო ცერემონიები ტრადიციულიდან ეგზოტიკურამდე ვარირებს. თუმცა საქმე არა მხოლოდ იმაშია, თუ რა სახის ცერემონიებთან გვაქვს საქმე, არამედ თუ როგორ და ვის ირჩევენ ამერიკელი წყვილები. ყოველი კვირის ბოლოს ამერიკაში ასობით საქორწილო მოწმობა ფორმდება. წყალში, ჰაერსა თუ სპორტულ დარბაზში-წყვილები მეგობრებისა და ნათესავების გარეშე ირჩევენ დაოჯახებას.

მაგალითად გალაპაგოსის კუნძულებზე, სადაც ნიკ რუნიმ და მარტინა მაქსველმა სწორედ ასეთი არჩევანი გააკეთეს. ამ ქვეყანაში შეიცვალა არა მარტო ის, თუ როგორ და სად ჩატარდეს ცერემონიები, არამედ თუ როგორ განუცხადონ ერთმანეთს თავიანთი გრძნობები და გადაწყვეტილებები, რაც შეიძლება სულაც არ გულისხმობდეს ქორწინებას. ოჯახური საკითხების სპეციალისტი სანდი მალავერი ამბობს იმასაც, რომ ასევე შეიცვალა სიტყვა “წყვილის” დეფინიციას. ამ და სხვა საკითხებზე მოუსმინეთ ჩვენს გადაცემას.

XS
SM
MD
LG