ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ


ენერგორესურსების გაძვირება მართლაც ჩვენი თავისუფლების ფასი იქნება ! - თვლის პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

ვინც კი თვალყურს ადევნებს პოლიტიკურ მოვლენებს ხედავს, თუ რა სირთულეებს განიცდის საქართველოს სახელმწიფო. როგორ აფასებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას პოლიტოლოგები ?! აღნიშნულ ვითარებაზე პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს გავესაუბრე: -

ზოგადად პოლიტიკური ვითარება დაძაბულია, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის სახით არ მიდის არანაირ დიალოგზე ოპოზიციასტან. აშკარად კანონს ირგებს თავის თავზე.თუ რაიმე ენერგია იხარჯება სახელმწიფოში ხელისუფლების მხრიდან, ძირითადად ეს ენერგია იხარჯება არა ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ იხარჯება ხელისუფლების შენარჩუნების საკითხებში. ისეთი სერიოზული ქმედებაც კი, როგორიც არის კონსტიტუციის შეცვლა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმყაროს პოზიციები მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ენერგორესურსების გაძვირებას, რა თქმა უნდა, მოჰყვება სირთულეები. ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ. მაგრამ ეს მართლაც იქნება ჩვენი თავისუფლების ფასი. რუსეთი იქცევა აბსოლუტურად არაადეკვატურად, უზნეოდ, მაგრამ - ეს რუსეთია. ის აშანტაჟებს არა მხოლოდ საქართველოს, ის მთელ მსოფლიოს აშანტაჟებს. ნახეთ, როგორ ელაპარაკება ევროკავშირს.

ასე რომ, რუსეთი არის ვერაგი, აგრესიული სახელმწიფო მთელი მსოფლიოსთვის. მითუმეტეს ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც თვითონაც არაადეკვატურად იქცევა."

XS
SM
MD
LG