ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის შუალედური არჩევნების მოლოდინში


აშშ პრეზიდენტი ბუში დღეს კოლორადოს შტატში მოგზაურობს, რათა საზოგადოება რესპუბლიკელების არჩევაში დაარწმუნოს. გუშინ, პრეზიდენტი ნებრასკაში, აიოვასა და მისურიში იმყოფებოდა, სადაც მან შეკრებილებს განუცხადა, რომ დემოკრატებს ერაყში გამარჯვების გეგმა არ აქვთ.

ამ ფონზე, დემოკრატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იგნორირებას უხდენს მოწოდებებს ერაყში ამერიკის სტრატეგიის შეცვლის თაობაზე.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, დემოკრატებს კარგი შანსები აქვთ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვონ, შესაძლებელია ასე მოხდეს სენატშიც. სამშაბათს დაგეგმილ არჩევნებს ბევრი, ფაქტობრივად, როგორც რეფერენდუმს ისე აღიქვამს, სადაც ხალხმა ერაყში პრეზიდენტ ბუშის სტრატეგიას უნდა უყაროს კენჭი.

XS
SM
MD
LG