ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ჯარმა ღაზას სექტორში ოთხი პალესტინელი მოკლა


პალესტინელი მედიკოსების თქმით, პალესტინურ შეიარაღებულ ფორმირებებთან ბრძოლაში ჩაბმულმა ისრაელის სამხედროებმა, ღაზას სექტორში შეჭრიდან მეორე დღეს, ოთხი პალესტინელი მოკლეს. მოკლულთაგან ორი პალესტინელი მებრძოლია. პალესტინელთა მხარე ამტკიცებს, რომ აგრეთვე მოკლულია ორი სამოქალაქო პირი, მათ შორის მოხუცი მამაკაცი.

გუშინ, ღაზას სექტორის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბეიტ ჰანუნში ისრაელის ძალების შეჭრის შემდეგ უკვე 12-ტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 7-დი პალესტინელი მებრძოლია. დაჭრილია დაახლოებით 50-ათი ადამიანი. ისრაელის მხრიდან დაიღუპა ერთი ჯარისკაცი. ისრაელი სამხედრო ოპერაციას ტანკებისა და საბრძოლო ვერტმფრენების დახმარებით ახორციელებს.

ისრაელი ამტკიცებს, რომ ებრაელთა სახელმწიფოს წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები სწორედ ბეიტ ჰანუნიდან ხორციელდებოდა. ისრაელის მთავრობის წევრის ბინიამინ ბენ ელიეზერის თქმით: “ისრაელმა არ უნდა გაიმეოროს წარსულის შეცდომა, როდესაც ქვეყნის ჯარს 20ცი წლის განმავლობაში ჰქონდა ოკუპირებული სამხრეთ ლიბანი. მე იმედი მაქვს, რომ ღაზის კრიზისი პოლიტიკური ან სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილების სედეგად მოგვარდება”. ციტატის დასასრული.

XS
SM
MD
LG