ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში განხორციელებულ აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


მოთარეშეებმა ცნობილი მეცნიერი მოკლეს და ინვალიდ სპორტსმენთა მწვრთნელები გაიტაცეს. ერაყის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ბაღდადში მოთარეშეებმა ცნობილი მეცნიერი მოკლეს და ინვალიდ სპორტსმენთა ორი მწვრთნელი გაიტაცეს. ქალაქის სადრის უბანში განხორციელებულ აფეთქებას კი ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციის თანახმად, დღეს საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს ბაღდადის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტის დეკანი, იასიმ ალ-ასადი, მისი მეუღლე და ვაჟიშვილი. მეორე თავდასხმა სპორტულ დარბაზში განხორციელდა, სადაც შეიარაღებულმა პირებმა ბრმა ხელბურთელთა ორი სუნიტი მრწვთნელი გაიტაცეს. გატაცებულთაგან ერთ-ერთი თავდაც ბრმაა.

დღეს ერაყის დედაქალაქის მიდამოებში კიდევ რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. შედეგად დაიღუპა სამი ერაყელი პოლიციელი. ამ ფონზე კი ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად, ქალაქ რამადიში, ალ-ყაიდას ადგილობრივი რგოლის ლიდერი მოკლეს. ამ ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი, რომლითაც რაფა აბდულ სალამ ჰამუდ ალ-იტავი მიემგზავრებოდა, ლაზერული დამიზნების ბომბის მეშვეობით გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG