ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა და იაპონია ფხენიანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების ცხოვრებაში გატარებას ააგრძელებენ


სამხრეთ კორეა და იაპონია მიესალმებიან ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების გადაწყვეტილებას, მაგრამ ფხენიანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების ცხოვრებაში გატარებას გააგრძელებენ.

სამხრეთ კორეა და იაპონია მიესალმებიან ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების გადაწყვეტილებას, მაგრამ ბირთვული აფეთქების გამო, ფხენიანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების ცხოვრებაში გატარებას გააგრძელებენ.

დღეს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იუ მუნგ ხვანმა განაცხადა, რომ:

“გაეროს მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ ექვსმხრივი მოლაპარაკებების შედეგად ფხენიანის ბირთვული პროგრამა არსებობას შეწყვეტს. სანქციები მხოლოდ მოლაპარაკებების განახლების გამო არ მოიხსნება”. თქვა ბატონმა იუმ.

იაპონიის მთავრობის პრესმდივანმა იასუჰისა შიოზაკიმაც მხარი აუბა სამხრეთ კორეას და აღნიშნა, რომ იაპონიაც სანქციების აღსრულებას მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად პროგრესის მიღწევის შემთხვევაში გააუქმებს.

ფხენიანის დღევანდელი განცხადებით, ქვეყანა მოლაპარაკებების მაგიდას იმ შემთხვევასი დაუბრუნდება, თუ მის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მიერ შემოღებული საფინანსო სანქციები მოიხსნება.

XS
SM
MD
LG