ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის სექტორის ჩრდილოეთ მონაკვეთში სახმელეთო ჯარებმა ცხრა პალესტინელი შეიარაღებული პირის ლიკვიდირება შესძლეს.


ისრაელის სამხედროების განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ მონაკვეთში სახმელეთო ჯარებმა, სამხედრო ხომალდებთან ერთად ცხრა პალესტინელი შეიარაღებული პირის ლიკვიდირება შესძლეს.

ისრაელის ჯარები ქალაქ ბეით ჰანუნში დღეს დილით შევიდნენ სადაც პალესტინელ შეიარაღებულ პირებთან ორმხრივ ცეცხლს ჰქონდა ადგილი.

ისრაელის განცხადებით, ოპერაცია პალესტინელი მეამბოხეების წინააღმდეგ იყო მიმართული, მეამბოხეებისა, რომლებიც ისრაელის სამხრეთის ქალაქებს რაკეტებს უშენენ.

მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა დამატებითი შეიარაღება არ შეიყვანოს ღაზის დანარჩენ ნაწილში, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ამირ პერეცის განცხადებით:

“ღაზაში ჩვენ კონკრეტული ამოცანები გვაქვს, და ამდენად ეს მიზნები ტერიტორიის ოკუპირებას არ გულისხმობს.-ციტატის დასასრული

ამ ფონზე, პალესტინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა დღეს მომხდარ ბრძოლებში, აქედან უმრავლესობა შეიარაღებული პირები იყვნენ, თუმცა მშვიდობიანი მოქალაქეებიც იყვნენ მათ შორის.

ჰამასის დაჯგუფება კი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა ერთი ისრაელელი ჯარისკაცი მოჰკლეს და რამდენიმე სხვა დაჭრეს. ისრეალი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს ამ ფაქტებზე.

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი გმობს ისრაელის მიერ განხორციელებულ ხოცვა ჟლეტას ღაზის სექტორში და ის საერთაშორისო საზოგადოებას ასეთი ქმედებების შეჩერებისკენ მო უწოდებს, რამაც რეგიონში სიტუაციის გაუარესებას არ უნდა მისცეს საბაბი.

XS
SM
MD
LG