ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პოლიტიკური ინტერესები რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მოითხოვს -აცხადებს დავით ბაქრაძე


თითქმის ერთი თვე ხდება მას შემდეგ, რაც გაუქმდა თბილისი-მოსკოვის პირდაპირი ავიარეისები, ამიტომ საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი დღეს მოსკოვში ბაქოს გავლით გაემგზავრა, სადაც ხვალ 1 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. გარდა ამისა, გელა ბეჟუაშვილი რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების სამიტზე ვიზიტს მოამზადებენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში განვითარებულ კრიზისს, საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებს განიხილავენ. აღნიშნულ საკითხებზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს გავესაუბრე : ,,_ ემოციურად ფონი ძალიან მძიმეა. ძალიან ბევრ უსამართლობას აწყდება საქართველო ბოლო პერიოდში. ეს რთულია არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, რთულია, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის: ყოველდღე უყურო როგორ ექცევიან, როგორ ჩაგრავენ ქართველებს რუსეთში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები არიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს პოლიტიკური ინტერესები რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მოითხოვს. მითუმეტეს მაშინ, როცა არსებობს პრობლემები. სწორედ ამიტომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ჩვენ ვართ მართლები. საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში არის ძალიან მარტივი, ნათელი და გასაგები. საქართველოს, როგორც ყველა ნორმალურ სახელმწიფოს, 3 ძირითადი თავისუფლება სჭირდება: სუვერენიტეტი, ტერიტორიული ერთიანობა და თავისუფალი არჩევანის უფლება. ამის იქეთ ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ ძალიან რაციონალური და პრაქტიკული დიალოგი. ‘’

XS
SM
MD
LG