ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა.


თეთრ სახლში შეხვედრისას, პრეზიდენტმა ბუშმა ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს პრეზიდენტის სიტყვებით, “ავღანეთის, ექსტრემისტების ბნელი ხედვისაგან” დაცვის საქმეში, ალიანსის როლის გაფართოების გამო მადლობა მოუხადა. შეხვედრისას, სამხრეთ ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებაში, შესამჩნევ პროგრესზე ისაუბრეს.

“თქვენ იცით ის, რომ ნამდვილ სიძნელეს, ზომიერად განწყობილთათვის და ახალგაზრდა დემოკრატიებისათვის, ექსტრემისტებთან და რადიკალებთან დაპირისპირებაში წარმატების მისაღწევად, ხელის გამართვა წარმოადგენს”. თქვა პრეზიდენტმა.

ბატონმა ბუშმა ხაზი გაუსვა ნატოს როლს, 26 ქვეყნის სამხედრო ძალების მეშვეობით, ავღანეთის ახალგაზრდა დემოკრატიისათვის ხელის გამართვის საქმეში.

ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედ თალიბთა ძალებს, ნატოს ათი ათასობით ჯარისკაცი ებრძვის. სულ ახლახანს ალიანსმა გააფართოვა მოქმედების არე ქვეყნის ყველაზე სახიფათო სამხრეთის რეგიონებში. ეს ავღანეთის ის ნაწილია, რომელშიც 2001 წელს მათი ამერიკელების მიერ ხელისუფლებისაგან ჩამოშორების შემდეგ, თალიბები გააქტიურდნენ.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა დე ჰოოპ სხიფერმა განაცხადა, რომ ახლა ნატო უშიშროებასა და ფასეულობებს, ალიანსის მოქმედების ტრადიციული არეალიდან ძალზე დაშორებით იცავს.

“მე რა თქმა უნდა ავღანეთს ვგულისხმობ. სადაც მმართველი რეჟიმი უხეშად არღვევდა ადამიანის უფლებებს. ქალთა უფლებები საერთოდ არ არსებობდა და ხალხს სიკვდილით საჯაროდ სჯიდნენ. აქ ჩვენ ავღანეთის ახალი მთავრობისათვის, დემოკრატიის დამყარებასა და ადამიანის უფლებების დაცვაში ხელის შეწყობას ვცდილობთ”. განაცხადა ბატონმა დე ჰოოპ სხეფერმა.

აგრეთვე ნატოს გენერალურმა მდივანამა, ალიანსის თვითმფრინავების მეშვეობით განხორციელებული დაბომბვის შედეგად, ავღანელი სამოქალაქო პირების დაღუპვის გამო წუხილი გამოთქვა. მაგრამ, დასძინა მან, ნატო ავღანეთში, ქვეყნის დემოკრატიის წინააღმდეგ მებრძოლებისაგან დაცვას ემსახურება.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ რამდენიმე დღის წინ ნატოს მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვის ინციდენტის გამოძიების ბრძანება გასცა. ავღანეთის ხელისუფლების მტკიცებით ამ დაბომბვას ათობით უდანასაულო, სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG