ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის სადრის უბანში განხორციელებულ აფეთქებას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაჭრილია 60 კაცი. აფეთქება დღეს დილით, შიიტებით დასახლებული სადრის უბნის ერთ-ერთ მოედანზე, დღიური სამუშაოს შეთავაზების მომლოდინე, ღარიბთა ჯგუფის შორი-ახლოს გამხორციელდა. სადრის უბანი შიიტური შეიარაღებული ფორმირების საყრდენს წარმოადგენს.

ჯერ-ჯერობით ტერაქტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. თუმცა ფაქტია, რომ რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობით, წარსულში სუნიტი ექსტრემისტები უბანზე ხშირად აწყობდნენ თავდასხმებს.

ასევე დღეს ბაღდადში, შეიარარებულმა პირმა სიცოცხლეს გამოასალმა ცნობილი ერაყელი მეცნიერი და სუნიტი პოლიტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორთა ასოციაციის თავმჯდომარე ესამ ალ-რავი.

ცნობილი გახდა ის, რომ გასულ კვირას ბაღდადში გატაცებულმა, ერაყული წარმოშობის ამერიკელმა ჯარისკაცმა, შეერთებული შტატების არმიაში მოქმედი კანონის დარღვევით ჩუმად იქორწინა ერაყელ ქალზე და მეუღლის ოჯახს სტუმრობდა, როდესაც შეიარარებულმა პირებმა გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG