ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პაკისტანს ეწვია


ბრიტანეთის პრინცმა ჩარლზმა მაღალი შეფასება მისცა პაკისტანის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში ერთკვირიანი ვიზიტის დაწყების წინ.

ეს განცხადება მან პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფსა და პრემიერ-მინისტრ შაუკატ აზიზთან შეხვედრისას გააკეთა.

ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა ისლამაბადში კვირას საღამოს ჩავიდნენ. ეს ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის პირველი ვიზიტია პაკისტანში.

სამეფო წყვილი ლაჰორში რელიგიური შემწყნარებლობისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრება, შემდეგ კი პეშავარში ერთ-ერთ კოლეჯს ეწვევა სტუმრად. ბრიტანელები მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებსაც მოინახულებენ.

XS
SM
MD
LG