ვაშინგტონში, კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში გასულ კვირას კონცერტი გამართა გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა ალექსანდრე თორაძემ. ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი მან ამჯერად მარინის თეატრის ორკესტრთან შეასრულა, რომელსაც ასევე გამოჩენილი ვალერი გერგიევი ხელმძღვანელობდა.
კონცერტის დასრულების შემდეგ, ბატონი ლექსო სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე. უახლოეს მომავალში, ამერიკის ხმა შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ინტერვიუს ბატონ ლექსოსთან, და ასევე მის სტუდენტებთან, რომლებიც თორაძის სახელობის პიანისტთა სტუდიის საქმიანობის შესახებ ისაუბრებენ. ეს სტუდია ბატონმა თორაძემ ინდიანას უნივერსიტეტში დააარსა.