ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრისტოფერ ჰილი: ავსტრალიას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ჩრდილოეთ კორეის საკითხში


ამერიკელი დიპლომატი აცხადებს რომ ავსტრალიამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების განხორციელების დროს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კრისტოფერ ჰილის განცხადებით ფხენიანისთვის ბლოკადის დაწესებაში ავსტრალიის შეიარაღებულმა ძალებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა.

ქრისტოფერ ჰილის განცხადებით:” გარკვეული თვალსაზრისით ეს მარტო ჩრდილოეთ კორეას კი არ ეხება, უფრო ფართო საკითხია და შეერთებული შტატების და ავსტრალიის ხელისუფლების აზრი ,რომ კანბერამ უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს რეგიონში ერთმანეთს ემთხვევა.” ავსტრალიამ უკვე გამოჰყო სამხედრო-საზღვაო ძალების ერთი ხომალდი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო გემების ინსპექციაში მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG