ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სამხედროები ერაყში აცხადებენ, რომ ბაღდადიდან სამხრეთში დაკავებულია ალ ყაიდას ერთერთი მაღალჩინოსანი


ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოახერხეს ერთი ეჭვმიტანილის ლიკვიდირება, დაკავებულია 10 სხვა.

ამ ფონზე, ცნობილი ხდება რომ ბრძოლებისას დაიღუპა კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი. საზღვაო ქვეითი ალ ანბარის პროვინციაში იქნა მოკლული.

რაც შეეხება ერაყში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, იქ პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი თავის თანაშემწეებს უცხადებს, რომ მასსა და აშშ ელჩ ზალმაი ხალილზადს შორის შემდგარი საუბრისას მალიკიმ დაადასტურა ამერიკის მოკავშირეობა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ იგი ერაყში ამერიკის წარმომადგენელი არ არის.

დღეს მოგვიანებით, ერაყის პრემიერ მინისტრი ვიდეო კავშირის საშUალებით ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ესაუბრება.

XS
SM
MD
LG